среда, 31 марта 2010 г.

სასწავლო პროექტი


  • პროექტის სახელი: წიგნი თუ კომპიუტერი?...
  • პროექტის მოკლე აღწერა: დისკუსია   თემაზე მოკლავს თუ არა "კომპიუტერი"–"წიგნს"ე. ი. დაივიწყებს  თუ არა კაცობრიობა წიგნს და შეცვლის თუ არა კომპიუტერი მთლიანად მას. დაგვანახებენ მათ დადებით და უარყობით მხარეებს.
  • პროექტის სრული აღწერა: ამ თემის განსახილველად ბავშვები გარკვეულ ვადაში მოიძიებენ საჭირო მასალებს. თემას განვიხილავთ გაკვეთილზე. კლასს ვყოფ ორ ჯგუფად თითო ჯგუფი მუშაობს თითო კომპიუტერთან  სადაც თავმოყრილი აქვთ შეგროვებული მასალები. ბავშვები ჯგუფებიდან წარმოადგენენ თავიანთ მოპოვებულ მასალებს:
  • 1. ერთი ძველის ძველი გადმოცემის თანახმად (მითოლოგია) დამწერლობა ეგვიპტელ ღმერთს "ტოტი"–ს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:"ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას, რაც შეიძლება დაავიწყდესო. ფარაონი შეშფოთებულა და უთქვამს: "ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ ადამიანის თავზე და უთქვამს ეს (დამწერლობა) მოკლავს (მეხსიერებას) მას. ცხადია დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის, რადგან ადამიანები დარწმუნდნენ, რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს, არამედ აწრთობს.
  • 2. ცივილიზაციებმა და ტექნიკის გაუმჯობესებამ მოიტანა ის რომ ადამიანს გაუადვილა შრომა: ხარები შეცვალა ტრაქტორებმა, ფაიტონი–ავტომობილმა და ა.შ.
  • 3. არსებობს ორგვარი წიგნი–საკითხავი და საცნობარო, კომპიუტერს შეუძლია შეცვალოს საცნობარო წიგნი, მაგრამ საკითხავს ვერ შეცვლის.
  • 4 როცა ადამიანი 10–12 ს. თ. უზის კომპიუტერს და ლამის თვალები გადმოსცვივდეს ბუნებრივია საყვარელი ლექსის ან მოთხრობის წიგნში წაკითხვის სურვილი გაუჩნდება.
  • 5. კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა, მას შეუძლია ათასგვარი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ წიგნის შეცვლა არ შეუძლია.
  • 6. ყოველი სიახლის დანერგვა იწვევს აჟიოტაჟს, მაგრამ წლების შემდეგ უმრავლესობა ამართლებს. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება კომპიუტერი.
  • შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს სურათებს რომელიც ისტ–ის დახმარებით მოიძიეს. აკეთებენ დასკვნას, ერთი–მეორეს ხელს არ უშლის (კომპიუტერი–წიგნს) და ორივეს თავისი დანიშნულებისამებრ გამოყენება სასარგებლოა.
  • შემდეგ მოსწავლეები ადგენენ შედარების ვენის დიაგრამას წიგნისა და კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.    
  • მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.
  • ვადები~ხანგრძლივობა: 5–6 დღე.
  • სარგებელი სხვებისთვის: დისკუსიის დროს ბავშვები ჯგუფები გაცვლიან და დააგროვებენ ინფორმაციას. გაიღრმავებენ ცოდნას.
  • სამუშაო ენა:ქართული
  • მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ მყავს.
  • საგნებთან კავშირი: მითოლოგია, ქართული ენა და ლიტერატურა. ისტ–ი.
  • პროექტის ფასილიტატორი: ლალი მიქაძე.
  • ფასილიტატორის ელ. ფოსტა: miqadzelali@gmail.com